ამჯერად მთვრალი კერი ლიდსის ერთ-ერთ ქუჩაზე პოლიციელებმა მაშინ შენიშნეს, როცა ის სასტუმროსთან შარდავდა.
მორაგბის თქმით, ის ტაქსით შინ მიდიოდა და მოშარდვა მოუნდა. მან ტაქსი ერთ-ერთ სასტუმროსთან გააჩერა და შენობის უკან ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სცადა.
ამ შემთხვევის გარდა, კერი ახალ წელსაც დააკავეს, მაშინ მორაგბე 3 ათასი ფუნტით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა 16 თვით ჩამოართვეს.
შარშან დეკემბრეში კერი 80 ათასი ფუნტით დააჯარიმეს, მას შემდეგ, რაც ის ქუჩაში მთვრალი იპოვეს.