გაუცდა, ისევ ეროვნულ გუნდში იხმო.
რიჩი მაქოამ შვიდთვიანი შესვენების შემდეგ, ზე რაგბის გათამაშებაში ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა.
მას მოედანზე ყოფნამ ჯამში 25 წუთის განმავლობაში მოუწია. მართალია, ის ჯერ კიდევ შორს არის ჩვეული ფორმისგან, მაგრამ, როგორც ჩანს, ოთხი ერის გათამაშებაში "ოლ ბლექს" სწორედ მაქოა უკაპიტნებს.
გაფართოებულ შემადგენლობაში, რომელსაც ზე რაგბის ფინალში გასული ჰემილთონის "ჩიფსის" მოთამაშეები აკლია, ჰანსენმა ორ დებიუტანტს
მიუხედავად იმისა, რომ რენე რენჯერმა კონტრაქტი ფრანგულ "მონპელიესთან" გააფორმა და გამგზავრებას აპირებს, ჰანსენმა ის შეკრებაზე მაინც გამოიძახა.
ახალი ზელანდიის ნაკრებზე სწორება გამოაცხადა ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა. "პომებმა" გასული წლის დეკემბერში "თვიქნემზე" შთამბეჭდავად დაამარცხეს მსოფლიოს თასის მფობელები 38:21.
მიუხედავად ამისა, ლანკასტერს მიაჩნია, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები მაინც ყველაზე მაღალი დონის, გამორჩეული გუნდია.
"ახალი ზელანდიის ნაკრებმა ბოლო 23 მატჩში 22 მოიგო. ამ გუნდის თამაში დამყარებულია სწრაფ მოძრაობაზე, მორაგბეთა მაღალტექნიკურ უნარჩვევებზე, ათლეტიზმსა და ელვისებურ კონტრშეტევებზე. ეს საუკეთესო გუნდია. სწორედ ეს თვისებები უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენს თამაშში, თუ გვინდა "ოლ ბლექსს" კონკურენცია გავუწიოთ.
ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საკმარისი პოტენციალი საიმისოდ, რათა ახალი ზელანდიის ნაკრების თამაშის დონეს მივაღწიოთ.
საჭიროა განვავითაროთ ინდივიდუალური ტექნიკა, ვისწავლოთ სწორი გადაწყვეტილების მიღება შეტევისას და, შედეგად, ყველაზე კარგად ორგანიზებული დაცვის დაძლევას შევძლებთ.
ამის დანერგვა კი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, სარაგბო სკოლებში, აკადემიებსა და კლუბებშია საჭირო.
ჩვენთან ნაკრებში მოთამაშეები ყველანაირად მომზადებულნი უნდა მოვიდნენ. თუ ასე იქნება, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა" - თქვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა.
ახალი ზელანდია
დენ კოლი, ენდრიუ ჰორი, კევინ მეალამუ, ვიათ კროკეტი, ჩარლი ფაუმუნია, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი, ტონი ვუდკოქი, ლუკ რომანო, ჯერემი ტრუშ, სამუელ ვაითლოქი, სტივენ ლუატუა, რიჩი მაქოა, კირან რიდი, მეთ ტოდი, ვიქტორ ვიტო, თი ჯეი პერენარა, აარონ სმითი, პირი ვიპუ, ბუდენ ბარეტი, დენ კარტერი, მაა ნონუ, რენე რენჯერი, ფრანსის სიაილი, კონრად სმითი, იზრაელ დაგი, ჩარზ პიუტაუ, ჯულიან სავეა, ბენ სმითი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"