სარაგბო ტურნირის იდეა - ჰეინკე მეიერი საქართველოსაც იწვევს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა გადაწყვიტა, დააარსოს სარაგბო სკოლებს შორის მსოფლიოს დონის ტურნირი.

იდეის არსი შემდეგია: მან თხოვნით მიმართა სამხრეთ აფრიკის ათ მოწინავე სარაგბო სკოლას, მხარი დაუჭირონ ამ იდეას, რასაც ყველა მათგანისგან დადებითი პასუხი მოჰყვა. ისინი მზად არიან, მიიღონ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა. ამის გარდა, მეიერმა მოწვევა გაუგზავნა ახალი ზელანდიის 25 წამყვან სკოლას და ყველა სარაგბო ქვეყანას მსოფლიოში - საქართველოს, ფიჯის, ტონგას, იაპონიას, ნამიბიას, ზიმბაბვეს, ინგლისს, საფრანგეთსა და ირლანდიას.

"პატივი გვაქვს, მოვიწვიოთ თქვენი გუნდი, რათა იასპარეზოს ტურნირზე, რომელიც უდავოდ
უძლიერესი შეჯიბრება იქნება რაგბის სკოლებს შორის", - ნათქვამია წერილში.

შეჯიბრება მომავალი წლის 2-8 აპრილს უნდა გაიმართოს. ის სპეციალურად დაამთხვიეს უმაღლესი სასწავლებლის, "პაარლ ბოიზის" 150 წლისთავს. ეს დაწესებულება საუკეთესო სარაგბო სკოლაა სამხრეთ აფრიკაში. ჰეინკე მეიერი მას შემდეგ, რაც ნაკრებიდან წავიდა, სწორედ ამ სკოლასთან თანამშრომლობს.

მეიერი ამბობს, რომ ეს ტურნირი ხელს შეუწყობს მსოფლიოს უძლიერეს სარაგბო სკოლებს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას, გამოცდილების გაზიარებას. "ეს ნამდვილი სარაგბო ფესტივალი იქნება" - დაასკვნა ჰეინკე მეიერმა.

უცხოური პრესა აქტიურად წერს ჰეინკე მეიერისა და ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელ სტივ ჰანსენის ურთიერთობაზე. ისინი დიდი ხანია დამეგობრდნენ და ხშირი ურთიერთობა აქვთ. გამორიცხული არაა, მას "ოლ ბლექსის" თავკაციც მხარს უჭერდეს ამ მართლაც შესანიშნავ წამოწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ჰეინკე მეიერის ხელმძღვანელობით, "ბლუ ბულზმა" 2007 წელს ზე რაგბის გათამაშება მოიგო. მისი მეთაურობით კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ოთხი ერის გათამაშება 2012 და 2015 წლებში მოიგო. 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ნახევარფინალში "ოლ ბლექსთან" 18:20 დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა დაიწყება მთავრობის წევრების და მათი ოჯახების რეგბით "დაინტერესება".ყველას მაშინ მოუნდება სპილოების და თეთრი ლომების ნახვა და რეგბის ტურნირის მონაწილეებს სახლში დატოვებენ!
asdfghjk
11:01 12-08-2017
0
არიქა! ამ შანსის გაშვება არაფრით არ შეიძლება!
B-52
22:09 11-08-2017
0

სიახლეები პოპულარული