"ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა გუნდის შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი შეიყვანა. დევიდ ჰევილი ქრაისჩერჩის "კრუსეიდერზის" უკანახაზელია და წლეულს, გუნდთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.
შერკინებაში ჰანსენი ახალბედებს ვაეა ფიფიტას და სკოტ ბარეტს ენდობა. გარემარბის პოზიციაზე ოთხი ერის წლევანდელ გათამაშებაში პირველად ითამაშებს ვაისაკე ნაჰოლო.
"ვფიქრობთ, მაქსიმალურად ხარისხიანი შემადგენლობა შევარჩიეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ უქმეებზე გუნდის ყველა მორაგბე მაქსიმუმს გაიღებს, რათა ნაკრებმა საუკეთესო თამაში აჩვენოს.
ბუენოს აირესში
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ნიუ პლიმუთში "ოლ ბლექსს" პირველი ტაიმი მოუგო. თუმცა, მასპინძლებმა მაინც შეძლეს "პუმების" წინააღმდეგობის დაძლევა და სენსაცია არ შედგა. ვნახოთ, რა მოხდება ბუენოს აირესში.
ახალი ზელანდია: 15. დამიენ მაკენზი, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 13. ანტონ ლინერტ-ბარლოუ, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. რეიკო იოანე, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმითი; 1. კენ ჰემესი, 2. დენ კოლი, 3. ნეპო ლაულალა, 4. ლუკ რომანო, 5. სკოტ ბარეტი, 6. ვაეა ფიფიტა, 7. მეთ ტოდი, 8. კირან რიდი
სათ: 16. კოდი ტეილორი, 17. ვაით კროკეტი, 18. ოფა ტუუნგაფასი, 19. პატრიმ ტუიპოლოტუ, 20. არდი სავეა, 21. თი ჯეი პერენარა, 22. ნგანი ლაუმაპე, 23. დევიდ ჰევილი
ოთხი ერი. V ტური
30 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია
1 ოქტომბერი
არგენტინა-ახალი ზელანდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"