"ოლ ბლექსი": ჯულიან სავეა ბორტს მიღმა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ოთხი ერის გათამაშებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

"ოლ ბლექსის" რიგებში არ იქნება გარემარბი ჯულიან სავეა, რომელმაც 54 ტესტ-მატჩში 46 ლელო გაიტანა. მიუხედავად ამისა, ჰანსენს მიაჩნია, რომ ის სათანადო ფორმაში არ არის.

სამაგიეროდ, "ოლ ბლექსის" თავკაცმა მზერა მიაპყრო კიდევ ერთ ცნობილ გარემარბს, ნეჰე მილნერ-სკადერს, რომელიც ნაკრებს დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.

ჰანსენმა ნაკრებში არ გამოიძახა აარონ კრადენი, მალაკაი ფეკიტოა და ჩარლი ფამუინი, რომლებმაც კონტრაქტი უცხოურ კლუბებთან გააფორმეს.

პირველ მატჩს "ოლ ბლექსი" 19 აგვისტოს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ
სიდნეიში გამართავს.

ახალი ზელანდია
შერკინება: კირან რიდი, ლიამ სკუირე, სემ კენი, არდი სავეა, ჯერომ კაინო, ვაეა ფიფიტა, სემ ვაითლოქი, ბროდი რეტალიკი, სკოტ ბარეტი, ლუკ რომანო, ოუენ ფრენქსი, ნეპო ლაულალა, ოფა ტუუნგაფასი, ჯო მუდი, ვაით კროეკეტი, დენ კოლი, კოდი ტეილორი, ნათან ჰარისი.
უკანა ხაზი: ბენ სმითი, ჯორდი ბარეტი, ისრაელ დაგი, ვაისაკე ნაჰოლო, ნეჰე მილნერ-სკადერი, რეიკო იოანე, ანტონი ლინერტ-ბრაუნი, რაიან კროტი, სონი ბილ უილიამსი, ნგანი ლაუმპაე, ბოდენ ბარეტი, ლიმა სოპოაგა, დამიან მაკენზი, აარონ სმითი, ტი ჯეი პერენარა, ტავერა კერ-ბარლოუ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული