"პუმებს", მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოს საქართველოს ნაკრები დაამარცხეს, ვარჯიში არ შეუწყვეტიათ.
არგენტინელებმა ლა პლატაში "ვორათაზის ბარბაროსებს" უმასპინძლეს და ბოლო წამებზე გატანილი საჯარიმოს წყალობით 29:27 მოიგეს.
სტუმრებმა "პუმებს" ოთხი ლელო გაუტანეს, აქედან ორი სეკოპე კეპუს ანგარიშზეა, თითო-თითო კი დრიუ მიტჩელმა და პიტერ ბითამმა მიითვალეს. სამივე ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაშია გამოძახებული, რომელთანაც არგენტინის ნაკრებს ერთი თვის თავზე მოუწევს თამაში.
მატჩის შემდეგ, "ვორათაზის ბარბაროსების" ის მორაგბეები, რომლებიც ავსტრალიის ნაკრების
"ჩვენს თამაშში გარკვეული პროგრესი შეინიშნება. ოთხი ერის გათამაშებაში, სწორედ ისეთი ყაიდის გუნდთან მოგვიწევს პაექრობა, როგორიც ამჟამინდელი მეტოქე იყო. კმაყოფილი ვარ ხელდახელ თამაშით, ბურთს კარგად და დიდხანს ვაკონტროლებდით.
მეტოქემ ოთხი ლელო გაგვიტანა, რაც დაცვაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს, მაგრამ დრო კიდევ საკმარისად გვაქვს, რომ ამ კომპონენტში არსებული ხარვეზები აღმოვფხვრათ.
ვფიქრობ, გუნდი ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. მეტოქეები წლეულს შარშანდელზე მეტად ყურადღებით მოგვეკიდებიან და, დარწმუნებული ვარ, წინ უმძიმესი მატჩები გველის" - თქვა ნამატჩევს არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა.
არგენტინა
15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. გონსალო ტიესი, 12. სანტიაგო ფენანდესი, 11. ჰოარსიო აგუჯა, 10. ხუან მარტინ ჰერნანდესი, 9. მარტინ ლანდახო. 1. მარკოს აიერსა, 2. ეუსებიო გუინასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. მარიანო გალარსა, 6. ხუამ მარტინ ფერნანდეს ლობე, 7. პაბლო მატერა, 8. ლეონარდო სენატორე.
3ლ: აგულა (2), კრევი. 4ს: ჰერნანდესი (2), სანჩესი (2). გ: ჰერნანდესი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"