მანუ ტუილაგიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს "რქები" დაადგა [VIDEO]

AutoSharing Option
სარაგბო კლუბ "ლესტერ ტაიგერსის" მოთამაშემ მანუ ტუილაგიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს, ჯგუფური ფოტოსურათის გადაღებისას, თავზე "რქები" გაუკეთა.

ტუილაგიმ ამ ანცობისთვის ბოდიში "თვითერის" მეშვეობით უკვე მოიხადა. მორაგბემ აღნიშნა, რომ არ სურდა პრემიერ-მინისტრის განაწყენება და აუდიენციისთვის მადლობაც გადაუხადა.

ეს ამბავი კი 16 სექტემბერს დაუნინგ-სთრითზე, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის შესასვლელთან მოხდა. კემერონმა სარაგბო ნაკრების "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" წევრებთან სამახსოვრო სურათები გადაიღო. მორიგი ჩაჩხაკუნების დროს ჭკუამხიარულმა ტუილაგიმ, რომელიც პრემიერ-მინისტრის შორიახლოს იდგა, თავი ვერ შეიკავა და თავზე "რქები" დაადგა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

22 წლის ტაილაგი, რომელიც
წარმოშობით სამოადანაა, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სკანდალის გამო პრესის ყურადღების ცენტრში ექცევა. 2011 წელს, რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, რომელსაც ახალი ზელანდია მასპინძლობდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი წყალში გადაეშვა...

მაშინ მორაგბე დახრჩობას კი გადაურჩა, მაგრამ ნაკრების ხელმძღვანელობისგან 3000 ფუნტის ოდენობის ჯარიმას - ვერა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტუტუციი :))
0

სიახლეები პოპულარული