28 წლის მორაგბის დებიუტი "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში 2008 წლის 8 ნოემბერს შედგა.
რიდმა ხუთი წლის განმავლობაში 61 კეპი მოიხვეჭა ეროვნულ გუნდში და 15 ლელოც გაიტანა (75 ქულა).
მსოფლიოს რაგბის ისტორიაში იგი გახდა მესამე ახალზელანდიელი, რომელმაც ეს პრესტიჟული ტიტული მოიგო. მანამდე ეს შეძლეს რიჩი მაქოამ და დენ კარტერმა.
წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულზე ასევე წარდგენილნი იყვნენ ებენ ეტზებეთი (სამხრეთი აფრიკა), სერჯო პარისე (იტალია)
ამავდროულად, ახალი ზელანდიის ნაკრები წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა, ხოლო მათი მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი ზედიზედ მეორე სეზონია, არავის უთმობს წლის საუკეთესო დამრიგებლის ტიტულს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს "ოლ ბლექსმა" 14 მატჩი გამართა და ყველა მათგანში იმარჯვა.
წლის საუკეთესო მორაგბეები
2001 წელი - ქის ვუდი (ირლანდია)
2002 წელი - ფაბიან გალტიე (საფრანგეთი)
2003 წელი - ჯონი ვილკინსონი (ინგლისი)
2004 წელი - სხალკ ბურხერი (სამხრეთი აფრიკა)
2005 წელი - დენ კარტერი (ახალი ზელანდია)
2006 წელი - რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია)
2007 წელი - ბრაიან ჰაბანა (სამხრეთი აფრიკა)
2008 წელი - შეინ ვილიამსი (უელსი)
2009 წელი - რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია)
2010 წელი - რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია)
2011 წელი - ტიერი დუსოტუარი (საფრანგეთი)
2012 წელი - დენ კარტერი (ახალი ზელანდია)
2013 წელი - კირან რიდი (ახალი ზელანდია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"