გერმანელებმა უკვე გამოაცხადეს გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც ამ ტურნირისთვის მოემზადება. მათ კვალში პორტუგალია ჩაუდგა, რომელიც 19-20 იანვარს, ტრადიციულად, ინგლისის სტუდენტურ ნაკრებს დაუპირისპირდება.
"ლობუშებს" შარშანდელ ერთა თასზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ სათავეში ჟოაო პინტუ ჩაუდგა, რომლის ხელმძღვანელობითაც პორტუგალიელებმა ნოემბრის ტესტებზე ნამიბიის ნაკრები დაამარცხეს ლისაბონში - 29:20. შეგახსენებთ, რომ ნამიბიელები "ბორჯღალოსნების" მეტოქეები არიან წელს გასამართავი მსოფლიოს თასის გათამაშებაში.
პორტუგალიის ნაკრებმა ინგლისის სტუდენტთა ნაკრების წინააღმდეგ სულ ექვსჯერ ითამაშა და აქედან სამი მოიგო.
პორტუგალიის ნაკრები
ალოფონსო
ერთა თასი
7 თებერვალი
გერმანია-საქართველო, ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი.
14 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ესპანეთი, გერმანია-რუსეთი.
28 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო, რუსეთი-რუმინეთი, პორტუგალია-გერმანია.
14 მარტი
საქართველო-რუსეთი, პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-რუმინეთი.
21 მარტი
რუმინეთი-საქართველო, რუსეთი-პორტუგალია, ესპანეთი-გერმანია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"