რაგბის მსოფლიოს თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის პირველ ფინალისტის ვინაობა ცნობილია. 24 ოქტომბერს, ლონდონში, "თვიქნემზე" გამართულ ნახევარფინალურ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდი ანგარიშით 20:18 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი აფრიკელთა გამარჯვებით 12:7 დასრულდა.

"ოლ ბლექსმა", რომელიც "ვებ ელისის" თასის ამჟამინდელი მფლობელია, ისტორიაში მესამედ მოიპოვა უდიდესი სარაგბო ფორუმის ფინალში თამაშის უფლება.

მეორე ფინალისტის ვინაობა 25 ოქტომბერს, ავსტრალიისა და არგენტინის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესამედ კი არა, მეოთხედ ითამაშებს ზელანდია ფინალს
levan
15:04 26-10-2015
0

სიახლეები პოპულარული