"პუმებმა" მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს, აქედან ორი სანტიაგო კორდეროს ანგარიშზეა, რომელიც მატჩში საუკეთესო იყო. თამაში სამხრეთაფრიკელი რაგბის ლეგენდის, ბაკის ბოთას პერფორმანსით დასრულდა.
მან ბოლო წუთზე "ბარბაროსების" ლელოს გარდასახვა გადაწყვიტა და ირლანდიელ დამრტყმელ დენ ბიგარს მიბაძა. ამ მოძრაობებს ხუმრობით "ბიგარინა" დაარქვეს.
არგენტინა-ბარბაროსები 49:31
არგენტინა: 7ლ - კორდერო (2), ისა, დე ლა ფუენტე, მოიანო, ლანდახო, სანჩესი. 7გ - სანჩესი, ბოფელი.
ბარბაროსები: 5ლ - კურიდრანი, ნაჰოლო, ტომანე, ნადოლო, მეტფილდი. 3გ - ნადოლო (2), სოპოაგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"