ადრე გაჩნდა ჭორები, რომ "ფერარი" სექტემბერში ოფიციალურად გამოაცხადებს სებასტიან ფეტელთან და კიმი რაიკონენთან კონტრაქტების გაგრძელების შესახებ.
"ამის ალბათობა 50 პროცენტზე მეტია, - ამბობს მარკიონე. - ისინი ერთად ბრწყინვალენი არიან, ამიტომაც მათი დაშლა რისკი იქნება. ვფიქრობ, ორივეს სურს დარჩენა. მომდევნო თვეში უნდა გამოვაცხადოთ პილოტების გვარები. ჯერჯერობით არაფერია ხელმოწერილი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"