"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის

AutoSharing Option
"ფერარის" შეფმა სერჯო მარკიონემ მიანიშნა, რომ 2018 წელს, მის გუნდში პილოტების შემადგენლობა არ შეიცვლება.

ადრე გაჩნდა ჭორები, რომ "ფერარი" სექტემბერში ოფიციალურად გამოაცხადებს სებასტიან ფეტელთან და კიმი რაიკონენთან კონტრაქტების გაგრძელების შესახებ.

"ამის ალბათობა 50 პროცენტზე მეტია, - ამბობს მარკიონე. - ისინი ერთად ბრწყინვალენი არიან, ამიტომაც მათი დაშლა რისკი იქნება. ვფიქრობ, ორივეს სურს დარჩენა. მომდევნო თვეში უნდა გამოვაცხადოთ პილოტების გვარები. ჯერჯერობით არაფერია ხელმოწერილი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული