სახელგანთქმული მამის კვალდაკვალ - მიხაელ შუმახერის ვაჟი "ფერარის" ბოლიდის საჭესთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკ შუმახერმა ბაჰრეინში, "ფერარისთან" ერთად სატესტო რბოლაში მიიღო მონაწილეობა. 20 წლის გერმანელისთვის ეს ფორმულა 1-ის თანამედროვე ბოლიდის საჭესთან დებიუტი იყო.

მიმდინარე წლის იანვარში მიკ შუმახერმა კონტრაქტი "ფერარის" აკადემიასთან გააფორმა, რომელთანაც მისმა მამამ 5 საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

ტესტებზე მიკი 29 ნომრით ასპარეზობს. გასულ უქმეებზე მას "ფორმულა 2"-ში დებიუტი ჰქონდა, დღეს კი მან ძალები უფრო მძლავრი ავტომობილის საჭესთან მოსინჯა. მიკ შუმახერის დებიუტს თვალყურს "ფერარის" ბოქსებიდან მისი დედა, კორინა ადევნებდა.

მომზადებულია sport24.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული