სანდრო თავართქილაძე ფორმულა რენოს აზიის ჩემპიონატის ლიდერია

AutoSharing Option
სანდრო თავართქილაძემ ფორმულა რენოს აზიის ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაში დაწინაურდა.

ჟუაის (ჩინეთი) საერთაშორისო ტრასაზე მეორე ეტაპის პირველი რბოლა ახლახანს დასრულდა. ბლექ ართს რეისინგის ახალგაზრდა ქართველმა პილოტმა მესამე პოზიციიდან დაიწყო რბოლა და მეორემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ხვალ მეორე ეტაპის მეორე რბოლა გაიმართება.

ჟუაის ტრასამ უმასპინძლა პირველი ეტაპის ორ რბოლასაც, რომელიც 23-24 მარტს შედგა. მაშინ სანდრომ ერთი რბოლის მოგება შეძლო და პირველი ეტაპის ორი რბოლის შემდეგ 47 ქულით ლიდერობდა აზიის ჩემპიონატს. მეორე ადგილზე ავსტრალიელი კურტ
ჰილი იყო 40 ქულით.

ჩემპიონატის მესამე ეტაპი 12-14 ივლისს კვლავ ჩინეთში, თუმცა ტიანჟინის V1-ის საერთაშორისო ტრასაზე გაიმართება.

მომზადებულია Sportstat.gov.ge-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული