ფორმულა 1 "ფერარის" გარეშე? იტალიურ გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს

AutoSharing Option
"ფერარის" დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა ლუკა კამილეარიმ განაცხადა, რომ გუნდი ჯერ კიდევ შორსაა შეთანხმებასთან, რომელიც  მისცემს მათ გარანტიას, ფორმულა 1-ის ჩემპიონატში 2020 წლის შემდეგაც მიიღონ მონაწილეობა.

"2021 წლისთვის ახალი რეგლამენტის მიღება პროცესის მხოლოდ დასაწყისია. წინ ჩვენ დიდი სამუშაო გველოდება, რომელიც ფორმულა 1-თან, ფია-სთან და სხვა გუნდებთან ერთად უნდა გავწიოთ.

დიახ, ჩვენ არ გამოვიყენეთ ვეტოს უფლება და დავეთანხმეთ ახალ რეგლამენტს. ჩვენ კმაყოფილები დავრჩით იმ მიმართულებითა და განვითარების შესაძლებლობებით, რაც ახალი წესდებითაა განსაზღვრული. თუმცა, წინ ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გასარკვევი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ
მომავალ წელს წამყვანი გუნდები დანახარჯების გაორმაგებას აპირებენ, რათა მოასწრონ და 2021 წლამდე კარგად მოემზადონ, სანამ ბიუჯეტის შეზღუდვა შევა ძალაში", - უთხრა კამილეარიმ Grand Prix-ს.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული