"პუტინისთვის გამეტებულ ტყვიას წინ გადავუდგებოდი" - ეკლსტოუნმა რუსეთ-უკრაინის ომზე სკანდალური განცხადებები გააკეთა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბერნი ეკლსტოუნმა გადაცემა Good Morning Britain-ში სკანდალური განცხადება გააკეთა.

როგორც ის აღნიშნავს, პუტინისთვის გამეტებულ ტყვიას წინ გადაუდგება. ეკლსტოუნმა ასევე თქვა, რომ უკრაინა უნდა შევიდეს დიალოგში და კომპრომისზე წავიდეს, თუ მას სურს ომის შეჩერება.

ეკლსტოუნის თქმით, უკრაინას მოლაპარაკებებით სიტუაციის გამოსწორება შეეძლო, პუტინი კი რუსეთისთვის კარგს აკეთებს.

ფორმულა 1-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მხარს არ უჭერს ყოფილი ხელმძღვანელის ასეთ მისწრაფებებს.

"ეკლსტოუნის სიტყვები მისი პირადი აზრია და ის ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ფორმულა 1 ფიქრობს და ასევე განსხვავდება ჩვენი სპორტის ღირებულებებისგან",
- ნათქვამია ფორმულა 1-ის განცხადებაში.

ეკლსტოუნი ადრე გამოირჩეოდა საკამათო განცხადებებით. 2020 წელს მან თქვა, რომ შავკანიანები ზოგადად უფრო რასისტები არიან, ვიდრე თეთრკანიანები.
მკითხველის კომენტარები / 41 /
მართალი კაცი ყოფილა, ამ ფუტურისტულ, უნამუსო მსოფლიო წესრიგში თავის სიტყვას რომ ამბობს, 100%-იანია რასიზმთან დაკავშირებით.
ვახო
11:22 01-07-2022
43
უკრაინას სანამ კლოუნადა მთავრობა ეყოლება, არაფერი ეშშველებათ! არესტოვიჩები, არახამიები, გონჩარენკოები, პოდოლიაკები და თვით ოსკაროსანი ზელენსკი, ასეთების იმედად, რომ იქნები წასულია უკრაინის საქმე! იმის მაგივრად მიხედონ თავიანთ უმძიმეს მდგომარეობას, დგანან და ჩვენ გვებრძვიან. ერთადერთი გამოსავალია, დასხდნენ რუსეთთან მოლაპარაკებაზე და რაღაცაზე წავიდნენ დათმობაზე, თორე რაც დარჩა უკრაინისგან იმასაც დაკარგავენ. ჩვენც აგვისტოს ომის დროს, ტინგიცა სააკოვის, ზღვარს გადასულმა საქციელმა დაგვაკარგინა ტერიტორიები. როცა იცი, რომ მტერი უკან არაფერზე დაიხევს, კი არ უნდა გააღიზიანო, არამედ ჭკვიანად უნდა მოიქცე, რომ ეს ყველაფრი არ გადაიზარდოს ომში.
აბა ევროპათუმეებო და ურა პატრიოტებო! მომაკერეთ" იარლიყი რუსეთუმეობის". მე კი სულ ცალ ფეხზე მკიდია, თქვენ რსა მომაკრებთ.
10:52 01-07-2022
40

სიახლეები პოპულარული