ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა. რამდენიმე გამოცემა წერდა, რომ ლუისი გერმანული გუნდის დატოვებით იყო დაინტერესებული, თუმცა ბრიტანელმა ამ ამბავს თავადვე უპასუხა:
"აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ჩემს თავს "მერსედესში" ვხედავ მანამ, სანამ კარიერას არ დავასრულებ. დიდებული თანაგუნდელები, კარგი ურთიერთობები და სხვა სიკეთეები მაქვს... მინდა გუნდს წარმატებაში დავეხმარო, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლაში. თუმცა, როდესაც ვიგრძნობ, რომ დროა ასპარეზი ახალგაზრდა პილოტს დავუთმო, ამას მაშინვე გავაკეთებ" - განუცხადა ჰამილტონმა Reuters-ს.
შეგახსენებთ, ლუისს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს
ეწურება, თუმცა, სავარაუდოდ, ყველაფერი ავტომატურად განახლდება.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით