"რედ ბულის" მექსიკელმა პილოტმა სერხიო პერესმა ფორმულა 1-ის მომავალ 2 გრან-პრიზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ოსტინში რბოლა 20-22 ოქტომბერს, მექსიკაში კი 27-29 ოქტომბერს ჩატარდება.
აქვე გეტყვით, რომ "ჩეკოს" კარიერაში საკმაოდ რთული პერიოდი აქვს. მისი ნიდერლანდელი თანაგუნდელი მაქს ფერსტაპენი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, სერხიო კი 224 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. მესამეადგილოსან ლუის ჰამილტონს 194 ქულა აქვს, მეოთხეადგილოსან ფერნანდო ალონსოს კი - 183. იმ შემთხვევაში, თუ პერესი მეორე ადგილს დაკარგავს, მას შემდეგ სეზონში ავსტრალიელი დანიელ რიკიარდოთი ჩაანაცვლებენ.
"შემდეგი 2 კვირის დადგომას მოუთმენლად ველი.
კალენდარულ წელიწადში ოსტინი და მექსიკა ჩემი ფავორიტები არიან. აქ გულმხურვალე გულშემატკივრობას ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ხშირად მანქანაში მხარდაჭერა არ მესმის, თუმცა ვგრძნობ. მინდა ორივე ტრასაზე ჩემი მაქსიმუმი გავიღო.
მილტონ კეინში ("რედ ბულის" ოფისში) გასულ კვირას ვიყავი. გუნდთან ერთად ბევრი ვიმუშავე, რათა მომავალ ორ კვირას მომზადებული შევხვედროდი. შევხვდი ინჟინრებსაც, რათა მანქანა 100%-ით გამართული ყოფილიყო" - განაცხადა პერესმა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით