ფორმულა 1-ში ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი ნიდერლანდელი მაქს ფერსტაპენი გახდა. მრბოლელს მიმდინარე წელს ფაქტობრივად შეცდომა არ დაუშვია, რაც გასაოცარი შედეგია.
ხშირად იოს ფერსტაპენის (მაქსის მამის) როგორც მრბოლელად აღზრდის მეთოდი დაუნდობელი და დაუჯერებელი იყო, თუმცა საბოლოო ჯამში დაუნდობელი ჩემპიონი მივიღეთ. გთავაზობთ ფრაგმენტებს მაქსის ცხოვრებიდან, რომელსაც ფეისბუქ გვერდი "ავტომოყვარული" აქვეყნებს:
"მამაჩემი არასდროს მეუბენბოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვიქნებოდი. პირიქით, ტრაილერის ან ავტობუსის მძღოლი გახდებიო"
იოს ფერსტაპენი ასე ამხნევებდა თავის შვილს, რომელიც დღეს 3-გზის მსოფლიო ჩემპიონია და ყველაზე დომინანტური სეზონი ჩაატარა ფორმულა 1-ის ისტორიაში.
მაქსი ზამთარში სკოლის შემდეგ სარბოლო ტრასაზე ვარჯიშობდა. 10 წრის შემდეგ ხელები ეყინებოდა და მხოლოდ 3 წუთი ჰქონდა გასათბობად. "ვუთხარი რომ არ მაინტერესებდა და უნდა ეტარებინა. შასის და ძრავს ვაწყობდი და დატესტვა მინდოდა. ძალიან მტკივნეული იყო სიცივეში მართვა" - ამბობს იოსი
როცა კარტინგზე ჩემპიონობის შანსი ჰქონდა "კარტოფილსავით ატარებდა" (მაქსის სიტყვები), რა დროსაც მამამ დაუძახა, ჩაფხუტზე ხელი შემოარტყა და უთხრა "რას აკეთებ? ჩემპიონობის შანსი გვაქვს. იცოდე ყველაფერს ჩავალაგებ და სახლში წავალთ".
ერთ-ერთი ცუდი რბოლიდან სახლში მომავალი მაქსი ცდილობდა მამისთვის აეხსნა თავისი პოზიცია, რა დროსაც იოსმა მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო.
როცა Formula Renault 2.0-ისთვის ემზადებოდა, Formula 3-ის ტესტებზე მიიწვიეს ვალენსიაში, რაც დიდი ნახტომი იყო. მაქსს რამდენიმე წრის შემდეგ თავის შეკავება უჭირდა და თავის სამაგრები სჭირდებოდა. იოსმა უთხრა, რომ ეს "p*ssy pad" ანუ ლაჩრებისთვის იყო. იმ დღის შემდეგ მაქსს სძულდა ეს სამაგრები. 2020 წელს იტალიაში რბოლის დროს არავინ იცოდა რამდენად რთული იქნებოდა და ზოგი მრბოლელი წინასწარ ამაგრებდა მათ. გუნდმა მაქსსაც შესთავაზა თუმცა, უთხრა "თავი რომც მომძვრეს, მაინც არ დავაყენებ არასდროს"
2023 წელს მაქსმა მე-3 ჩემპიონობა მოიპოვა და 19/21 რბოლა მოიგო. 2-ჯერ მეორე ადგილზე გავიდა და ერთადერთხელ აიღო მე-5 ადგილი. ეს ყველაფერი იდეალური ავტომობილის, გუნდის და მრბოლელის მენტალიტეტის დამსახურებაა. მას სეზონის დასრულებამდე 6 რბოლით ადრე მათემატიკურად "განაღდებული" ჰქონდა ჩემპიონობა, თუმცა ამის შემდეგ ვარჯიშებზეც კი პირველობაზე მიიწევდა. აი როგორი მენტალიტეტი ჩამოაყალიბა მკაცრმა ბავშვობამ.