ორივე მატჩში ტურნირის მთავარი ფავორიტი თამაშობდა. ჯერ რაფაელ ნადალმა სამ სეტში დაამარცხა სერბი დუშან ლაიოვიჩი - 7:6(6), 6:2, 6:2. ესპანელს მხოლოდ პირველ სეტში ჰქონდა პრობლემები. მსოფლიოს პირველი ჩოგანი კარგა ხანი ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ბოლოსკენ მოახერხა დაკარგული მოწოდების დაბრუნება და შემდეგ, ტაი-ბრეიკზე მოგება. მეორე და მესამე სეტებში კი ნადალს დიდი წინააღმდეგობა აღარ
მეორე შეხვედრაში როჯერ ფედერერი ნაკლებად ცნობილ ამერიკელს, 19 წლის ფრანცეს ტიაფოს ხვდებოდა. მასპინძელმა მოულოდნელად მოიგო პირველი სეტი - 6:4, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში ფედერერი დომინირებდა - ლეგენდამ მეტოქეს მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო.
მეოთხე სეტში, როჯერს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა - 1:6 წააგო. დაინიშნა მეხუთე სეტი, რომელშიც ფედერერმა ნაადრევი ბრეიკი შეასრულა და მოგებისკენ მიდიოდა, როცა ტიაფომ მეცხრე გეიმში თავად აიღო ბრეიკი და საქმე ტაი-ბრეიკისკენ წაიყვანა, მაგრამ როჯერმა იქვე მეტოქის მოწოდება მოიგო და 2 საათსა და 42 წუთში გაიმარჯვა - 4:6, 6:2, 6:1, 1:6, 6:4.
I წრე
მამაკაცები
ნადალი (ესპ, 1)-ლაიოვიჩი (სერ) 7:6(6), 6:2, 6:2
ფედერერი (შვეიც, 3)-ტიაფო (აშშ) 4:6, 6:2, 6:1, 1:6, 6:4
ქალები
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 1)-ლინეტი (პოლ) 6:2, 6:1
სტრიკოვა (ჩეხ, 23)-დოი (იაპ) 6:1, 6:3
კისი (აშშ, 15)-მერტენსი (ბელ) 6:3, 7:6(6)
ოსტაპენკო (ლატ, 12)-არუაბარენა (ესპ) 6:2, 1:6, 6:1
კირსტეა (რუმ)-კერკჰოვე (ჰოლ) 6:1, 6:3
ვიკმაიერი (ბელ)-ცურენკო (უკრ, 28) 6:3, 6:1
ოსაკა (იაპ)-კერბერი (გერ, 6) 6:3, 6:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"