მეტრეველი მომავალი სეზონისთვის თბილისში ემზადება. ჩვენ მას დავუკავშირდით და საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ.
დაბრუნებაზე
ვარჯიში განვაახლე და რეაბილიტაციის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. დაბრუნებას კი უახლოეს მომავალში ვგეგმავ. ამჟამად თბილისში მამაჩემის, ირაკლი მეტრეველის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობ.
კონფლიქტი ფედერაციასთან და ნაკრებში დაბრუნება
წარსულზე ლაპარაკი აღარ მსურს... ახლა მიზანმიმართული ვარ დაკარგული დროის ანაზღაურებაზე. ფედერაციის ახალ პრეზიდენტს არ შევხვედრივარ. რაც
ქართული ჩოგბურთი და მისი პოპულარიზაცია
სამწუხაროდ, ჩოგბურთის განვითარების დონე ძალიან დაბალია. არ ვედრებით დასავლეთის ქვეყნებს, მაგრამ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით დაბალ დონეზე ვართ და სანამ ელემენტარული პირობები არ შეიქმნება ვარჯიშისთვის, ძალიან ძნელია რაიმე შედეგზე საუბარი.
მიზანი
ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება საუკეთესო ჩოგბურთელების რიცხვში მოხვედრა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ეს იქნება საუკეთესო 100-ეული თუ 20-ეული, ეს უკვე უფლის ნებაა.
ავტორი: ლაშა ბეგიაშვილი