ამჯერად, ნიკოლოზმა ურუგვაელი პაბლო კუევასის ბარიერი ორ სეტში - 7:6, 6:4 დაძლია.
არადა, იყო დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენებურს პირველი სეტი დაეთმო. ტაი-ბრეიკზე ის 1:6 მარცხდებოდა, მაგრამ ზედიზედ 7 ქულა აიღო და 8:6 გაიმარჯვა.
მეორე სეტში მან ურუგვაელს ჩაწოდება ერთხელ წაართვა, რაც შეხვედრის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
ბასილაშვილის ანგარიშზე 5 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან კუევასთან ურთიერთდაპირისპირებებში წონასწორობა აღადგინა და ანგარიში 1:1 გახადა.
1/4-ფინალში გასვლით ნიკოლოზი რეიტინგში
მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქის ვინაობას პაბლო კარენო ბუსტასა და ალიაჟ ბედენეს მატჩი გაარკვევს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი VS ფილიპ კოლშრაიბერი - ვრცელი მიმოხილვა [VIDEO]