გილოცავთ - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5).

ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა - ის რეიტინგში 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ATP ტურნირი პირველად მოიგო.

ნიკოლოზს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაელ შტიხმა გადასცა.

altყველაზე დიდი კორტი გერმანიაში და ლეგენდარული ჩემპიონები - რა დონის ტურნირის ფინალშია გასული

ნიკოლოზ ბასილაშვილი

 

altარის! - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიკოლას იარი დაამარცხა და ფინალში ლეონარდო მაიერს შეხვდება! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 56 /
შენი გამჩენის ჭირიმე, შენი! კაცი ყოფილხარ ჩოგნის დამშვენი!
ნიკოლოზს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდებულ გამარჯვებას და ვისურვებდი რომ ნიკასთვის ყოფილიყოს ეს ერთი და სხვა მრავალი
qomagi
12:41 30-07-2018
2
31 აგვისტოს უკვე ახალ ტურნირს იწყებს!!! 250 იანი კიცბული!!! წარმატებები მინდა ვუსურვო!!! ყოჩაღ ნიკას, რომ არ ჩერდება და ჰამბურგის შემდეგ, სადავ მან თამაშების მაქსიმალური რაოდენობა ჩაატარა და ამდენი ენერგია დახარჯა, გუშინ უკვე საღამოს წავიდა კიცბულში!!! ბრავო მაესტრო!!!
დათო
11:01 30-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული