ეკა გორგოძე აღარ ხუმრობს - ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა და ჰეჩინგენის ტურნირის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკა გორგოძემ ჰეჩინგენის 60 000-დოლარიანი ტურნირის 1/2 ფინალში ორ სეტში სძლია გერმანელ ანა ზაიას (7:6, 6:1) და ფინალში გავიდა.

აქამდე ამ ტურნირზე მან ასევე გერმანელები ანა გაბრიჩი და კატერინა ჰოგბარსკი დაამარცხა.

ფინალში გორგოძე ლაურა ზიგმუნდსა და ტამარა კორპატჩს შორის მოგებულს ხვალ შეხვდება. ის მსოფლიოს რეიტინგში 180-ე პოზიციამდე დაწინაურდა და ფინალის მოგების შემთხვევაში 168-ე ადგილზე აღზევდება. ეს მისთვის სარეკორდო შედეგი იქნება.

ეკამ უკვე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და ჰეჩინგენის ტურნირის დასრულების შემდეგ ამერიკის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

altეკატერინე

გორგოძემ ასტანის ტურნირი მოიგო და რეიტინგში 41 საფეხურით დაწინაურდება
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბევრი წარმატებები ნიჭიერ გოგოს
თამუნა
22:11 16-08-2018
0
პირველ მატჩში,ანუ მეთექვსმეტედფინალში გატო-მონტიკონე დაამარცხა 2:0 (6:1 6:2).
ციბა
13:44 12-08-2018
1

სიახლეები პოპულარული