ეკა გორგოძე აღარ ხუმრობს - ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა და ჰეჩინგენის ტურნირის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკა გორგოძემ ჰეჩინგენის 60 000-დოლარიანი ტურნირის 1/2 ფინალში ორ სეტში სძლია გერმანელ ანა ზაიას (7:6, 6:1) და ფინალში გავიდა.

აქამდე ამ ტურნირზე მან ასევე გერმანელები ანა გაბრიჩი და კატერინა ჰოგბარსკი დაამარცხა.

ფინალში გორგოძე ლაურა ზიგმუნდსა და ტამარა კორპატჩს შორის მოგებულს ხვალ შეხვდება. ის მსოფლიოს რეიტინგში 180-ე პოზიციამდე დაწინაურდა და ფინალის მოგების შემთხვევაში 168-ე ადგილზე აღზევდება. ეს მისთვის სარეკორდო შედეგი იქნება.

ეკამ უკვე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და ჰეჩინგენის ტურნირის დასრულების შემდეგ ამერიკის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

altეკატერინე

გორგოძემ ასტანის ტურნირი მოიგო და რეიტინგში 41 საფეხურით დაწინაურდება
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბევრი წარმატებები ნიჭიერ გოგოს
თამუნა
16 აგვისტო 2018 22:11
0
პირველ მატჩში,ანუ მეთექვსმეტედფინალში გატო-მონტიკონე დაამარცხა 2:0 (6:1 6:2).
ციბა
12 აგვისტო 2018 13:44
1
რა დროს ხუმრობაა ამ წვიმაში.
კამოდა
12 აგვისტო 2018 11:26
1
გათხოვილია?
gio
12 აგვისტო 2018 02:18
4
თქვენ კი გაგახარათ მაგრამ, ეჰ, მე ზედიზედ ცხრა ბილეთი გამიფუჭა. აფსუს ეკატერინე?!
ცნობადი სახე
11 აგვისტო 2018 22:43
7
ძალიან მახარებს ეკას წინსვლა! ასე გაეგრძელებინოს, ვატყობ დიდი ნებისყოფის ჩოგბურთელია!
მერაბი
11 აგვისტო 2018 22:35
2
ვულოცავ ეკატერინე გორგოძეს ამ წარმატებულ წინსვლას.დიდად სასიმოვნოა მებრძოლი და საოცად ჟინიანი ქართველი ჩოგბურთელი ქალის თამაშის ცქერა.
გიოშა
11 აგვისტო 2018 20:37
3
ეს უკვე ძალიან სერიოზულიაა.მიდი ეკა,არ აღელდე და გაიმარჯვებ.როგორც აქამდე ისე განაგრძე ეკა.მიდი შვილო,გენაცვალოს ჩემი თავი.გაახარე ქვეყანა.
სოსო
11 აგვისტო 2018 20:27
5
მე ამ გოგოს დათო ყიფიანის და ოთარ ქორქიას გვერდით ვაყენებ. უდიდესი სპორტსმენია
ლეგენდარული ქალბატონი
11 აგვისტო 2018 19:13
6
თამარ მეფისა და ქეთევან წამებულის გვერდით არ ჯობია?
gio
12 აგვისტო 2018 13:17
1
ეტყობა ფიზიკურად გავს, თორე სხვა როგორ?!
მოსე კალანკატუელი
12 აგვისტო 2018 11:03
1

სიახლეები პოპულარული