US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა უდაძაბულეს შეხვედრაში ალიაზ ბედენე დაამარცხა

AutoSharing Option
27 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის სტარტზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 29 წლის სლოვენიელი ალიაზ ბედენე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 78-ე ადგილზეა, მეტად დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 6:2, 4:6, 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება 3 საათი და 19 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი კი ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში პირველად გავიდა.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 45 სარეიტინგო ქულა და 50 000 ამერიკულ დოლარი გამოიმუშავა.

შემდეგ წრეში ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგანს, 25 წლის ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება, რომელმაც სამ სეტში არგენტინელ გუიდო ანდრეოცის სძლია.

თამაშის დაწყების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

altვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა

altნიკოლოზ ბასილაშვილი Winston-Salem-ის ტურნირის პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ ნიკა,კარგი მარიამობა დაიყენე.წარმატებები მომავალ შეხვედრებშიც.რწმენა იგებს ორთა ბრძოლას.
სოსო
29 აგვისტო 2018 12:47
0
კარგი ხარ ნიკა,საქართველო შენს გვერდითაა,გვიყვარხარ ყველას
ზას.
28 აგვისტო 2018 20:14
0
ნიკოლოზ, წინ გამარჯვებისაკენ!
მანჩო
28 აგვისტო 2018 12:08
0
18ე ჩოგანთან გაუჭირდება
gela
28 აგვისტო 2018 09:29
3
წარმატებები შემდეგ მატჩში , იმედია ენერგიის აღდგენას მოასწრებ . არადა , მგონია , რომ სამ სეტშიც შეგეძლო მისი დმარცხება და სწორედ მაგან გამოგიყვანა წყობილებიდან . არაუშავს , მაინც ძალიან მაგარი ხარ , და თუ უფრო ცივი გონებით ითამაშებ , უფრო მაგარ შეფეგებს დადებ . გუშინაც , მიუხედავად შეცდომებისა , კლასში სხვაობა მაინც ჩანდა , როცა კონცენტრირებული თამაშობდი , უბრალოდ უძლური იყო ბედენე . მინდა რომ , ნადალამდე მიხვიდე და იქნება კარიერის თამაშიც დადო , შენ ეს ნამდვილად შეგიძლია .
ATP 37
28 აგვისტო 2018 08:28
0
კარგი შეფასებაა
დათო
28 აგვისტო 2018 15:06
0
ყოჩაღ ნიკოლოზ! კარგი ხარ. ოღონდ არ გაჩერდე. ირწმუნე საკუთარი ძალების და ყველაფერი გამოგივა. წარმატებები და იღბალი მეორე წრეში.
მახო
28 აგვისტო 2018 04:07
1
ნიკოლოზი აღარ ხუმრობს :) აბა რაც შეიძლება წინ ნადალიმდე უნდა მივიდეთ
irakli81
28 აგვისტო 2018 02:57
1
ყოჩაღ!!! გილოცავ!!! გამეხარდა ძალიან!!!
დათო
28 აგვისტო 2018 01:54
1

სიახლეები პოპულარული