ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 6 პოზიციით დაწინაურდა და 1322 ქულით ამჟამად 31-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისთვის კარიერის რეკორდია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა US Open-ზე მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც რაფაელ ნადალთან დამარცხდა.
მიუხედავად მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელთან წაგებისა, ბასილაშვილის ამ ტურნირზე ასპარეზობა უდავოდ წარმატებული გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.
აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8-ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე ასევე
ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ წყვილთა რეიტინგში 10 პოზიციით დაწინაურდა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ამჟამად 1320 ქულით 57-ე ადგილზეა.
New York Times: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართველებს სიამაყის მიზეზი მისცა
Us Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]