ბასილაშვილმა რუბლევს ადვილად მოუგო და 1/4 ფინალში ჯოკოვიჩს შეხვდება

AutoSharing Option
2 იანვარს, ATP-ის მიმდინარე რეიტინგში  მე-20 ადგილზე მყოფმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეორე წრეში რუსი ანდრეი რუბლევი (68) 6:3, 6:4 დამარცხა.

ბასილაშვილმა ამ გამარჯვებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე 1 საათში მიაღწია და 4 იანვარს 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელმაც უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს 3 სეტში სძლია (4:6, 6:4, 6:1).

ის ჯოკოვიჩს ერთხელ შეხვდა - 2018 წლის რომის მასტერსის მეთექვსმეტედფინალი 4:6, 2:6 წააგო.

ნიკოლოზმა პირველ წრეში ესპანელი ალბერტ რამოსი (65) 6:1, 1:6, 6:1 დაამარცხა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1
313 215 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ჩოგბურთი არის რთული და ერთ-ერთი მრავალმაგიდისჩოგბურთბადმიტონისმსგავსი სახეობათაგანი და რატომ უნდა დაახარჯონ ჭიდაობაზე მეტი, როცა ჭიდაობაში ნადალის, ჯოკოვიჩისა და ფედერერის მსგავსი წარმატებების მქონე სპორტსმენი გვყავს ბევრი?
sdfffff
16:17 03-01-2019
0
ძალიან ვგულშემატკივრობ ნიკოლოზს და მახარებს მისი წარმატება.მაგრამ აქ ერთმა დაწერა პრესტიჟის თვალსაზრისით N1 სახეობაა მსოფლიოში ჩოგბურთიო და ეს ალბათ თქვენ ფიქრობთ მასე,თორემ N1 სახეობა რომელიცაა აღარ დავკონკრეტდები და მგონი არცაა საჭირო დაკონკრეტება,ყველას ძალიან კარგათ მოეხსენება.ასე რომ.....ხოო..
ფეხბურთის გულშემატკივარი
13:53 03-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული