ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 20-ეულში შევიდა, რადგან სწორედ ბულგარელი სპორტსმენი იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელის გადასწრება შეეძლო.
დღეს, 3 იანვარს, 18 საათზე, დოჰას საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.
ბასილაშვილმა რუბლევს ადვილად მოუგო და 1/4 ფინალში ჯოკოვიჩს შეხვდება