ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
3 იანვარს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან  სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა მრისხანე მეტოქეს ბრძოლა გაუმართა და მას ქართველის დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა - შეხვედრა 1 საათი და 59 წუთი გაგრძელდა.

ნიკოლოზმა ამ მატჩამდე ესპანელ ალბერტ რამოსს და რუს ანდრეი რუბლევს სძლია.

ტურნირის საპრიზო თანხა 1.3 მილიონი დოლარია, ბასილაშვილმა კი 36 ათასი გამოიმუშავა.

მან 145 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ტოპ-20 ჩოგბურთელში შევიდა. ეს მისი რეკორდია.

ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტის შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ნოვაკს ისე გაუხარდა ტიტქოს ფინალი მოიგო კარგად იცოდა მთავარი მეტოქე ბასილაშვილი იყო
ჭაღარა
03 იანვარი 2019 21:43
1
ასე წაგება ორმაგად გულდასაწყვეტია
გოგა
03 იანვარი 2019 21:26
0
მორჩა, აწი აღარავინ შეაქებს ბრძოლით წაგებისთვის ეს ბოლო იყო.
sdfffff
03 იანვარი 2019 21:12
20
მადლობა ნიკოლოზ ბრძოლისა და თავდადებისთვის, მჯერა აუცილებლად მოვა დიდი გამარჯვები.
შალვა 73
03 იანვარი 2019 21:07
1
Zalian ibrzola, magram meti ver shezlo. Mocodebebi gaumjobesebuli akvs, magram nakleb ormagebze ufro metia samushao. Aseve mnishvnelovania sachiro dros badestan gasvlebic. Celi mshvenivrad daicko da cin kidew didi carmatebebia.
Goga
03 იანვარი 2019 20:58
1
Araushavs basil warmatebebs gisurveb imedia momavalshi shecdomebs gamoasworeb radgan aseti donis choburteltan bavshvuri shecdomebis dashveba ar sheidzleba
Nika
03 იანვარი 2019 20:57
0
ბრავო ნიკოლოზ. საამაყო კაცი ხარ, ღირსეული თამაში აჩვენე და ნამდვილად ტოპ-ჩოგბურთელი ხარ
რეზო
03 იანვარი 2019 20:56
2
არაუშავს ნიკოლოზ შენ მაინც მაგარი ხარ და მთელი საქართველო ამაყობს შენით , წარმატებებს გისურვებთ მომავალში . მგონი ჯოკოვიჩისთვის არაფერი დაუთმია სამჯერ გაფარჩხა ფეხებზე მარტო ამის ყურებად ღირდა მთელი თამაში , წარმატებები ნიკოლოზ
ტოტტი
03 იანვარი 2019 20:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული