Scorum.com: ნოვაკ ჯოკოვიჩს ნიკოლოზ ბასილაშვილის დასამარცხებლად იღბალი დასჭირდა

AutoSharing Option
გამოცემა Scorum.com-ი ავსტრალიის ღია პირველობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებაც არის.

"ნოვაკ ჯოკოვიჩმა დოჰას ტურნირზე უნგრელ მარტინ ფუქსოვიჩთან და ნიკოლოზ ბასილაშვილთან სეტი წააგო. ორივე მოთამაშეს აღნიშნული ტურნირის მოგება ძალიან სურდა. საბოლოოდ, სერბმა ფუქსოვიჩი მარტივად დაამარცხა, თუმცა ნიკოლოზის დასამარცხებლად იღბალი დასჭირდა" - ვკითხულობთ Scorum.com-ზე.

ავსტრალიის ღია პირველობა სტარტს 14 იანვარს აიღებს. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის მე-19 ნომრადაა განთესილი.

altბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა

altნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას წერს! - ქართველი ATP-ის TOP 20-შია

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვინდა, მეოთხე წრეში ნიკა დიდი ალბათობით ფედერერს შეხვდება!!! მანამდე ალბათ ციციპასი იქნება გასასველი!!!
დათო
15:30 10-01-2019
0
ჩოგბურთში a.t.p. ეგიდით არის 250-500-1000 და ასევე დიდი სლემის ტურნირები 250-500-1000-ნიშნავს რომ 250 ტურნირის მოგების შემთხვევაში ჩოგბურთელს a.t.p.რეიტინგში დაემატება 250 ქულა 1000 ათასი ქულა დიდ სლემზე ეძლევა 2000 ქულა არის ასევე უპრესტიჟულესი წლის შემაჯამებელი ტურნირი სადაც რეიტინგის 8 საუკეთესო ჩოგბურთელი მონაწილეობს ასე რომ 500 ტურნირი საკმაოთ პრესტიჟულია
ვახო
12:15 10-01-2019
0

სიახლეები პოპულარული