სერენა უილიამსი "ინდიან-უელსის" ტურნირიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოიხსნა

AutoSharing Option
დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს მეათე ჩოგანმა სერენა უილიამსმა ესპანელ გარბინიე მუგურუსასთან (20) "ინდიან-უელსის" მესამე წრის შეხვედრა ვირუსული დაავადების გამო ვერ დაამთავრა. 37 წლის ამერიკელი მატჩიდან მოიხსნა, როდესაც მუგურუსასთან 3:6, 0:1 მარცხდებოდა.

"თავს ცუდად მატჩამდეც ვგრძნობდი, დაწყების შემდეგ კი უფრო ცუდად გავხდი - თავბრუ მეხვეოდა და წარმოუდგენლად დავიღალე.

ანგარიშის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ კარგად დავიწყე, ვინაიდან 3:0 ვიგებდი, თუმცა თავს ცუდად ვგრძნობდი. ახლა აღდგენას დავიწყებ, შემდეგ კი მაიამისთვის მოვემზადები", - განაცხადა უილიამსმა.

რაც შეეხება მუგურუსას, ესპანელი "ინდიან-უელსის" 1/8-ფინალში მესამედ
გავიდა და კიკი ბერტენსთან (7) გამარჯვების შემთხვევაში ტურნირზე საკუთარ საუკეთესო შედეგს გაიმეორებს.

"სერენამ კარგად დაიწყო, ამიტომ კორტზე საკუთარი პოზიციის შეცვლა მომიწია. რამდენიმე გეიმის შემდეგ ადაპტირება შევძელი და თავი უფრო კომფორტულად ვიგრძენი.

რაც შეეხება შედეგს, ეს უცნაური გრძნობაა. საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ, იმიტომ, რომ გამარჯვებისთვის არ მიმიღწევია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ერთი სეტი კარგად ჩავატარე და ახლა ტოპ-მეტოქეებთან თამაშის საშუალება მექნება", -  განაცხადა ესპანელმა.

მომზადებულია wtatennis.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული