რომის მასტერსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მსოფლიოს 32-ე ჩოგანს, უნგრული წარმოშობის სერბს, ლასლო ჯერეს 7:5, 6:4 მოუგო.
ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა გაინაღდა და 64 225 ევრო გამოიმუშავა.
ბასილაშვილი ჯერეს აქამდე სამჯერ შეხვდა, ერთხელ მოუგო, ორჯერ კი დამარცხდა, ბოლოს ბუდაპეშტის ტურნირზე სამ სეტში.
რომის მასტერსის პირველ წრეში ბასილაშვილმა მარტონ ფუჩოვიჩი ორ სეტში დაამარცხა, მერვედფინალში კი რაფაელ ნადალსა და ჯერემი ჩარდის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნადალისა და ჩარდის შეხვედრა 15 მაისს ჩატარდება.