8 ივლისს უიმბლდონზე წლევანდელი გათამაშების ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა.
WTA რეიტინგის პირველი ნომერი ავსტრალიელი ეშლი ბართი უიმბლდონის მეოთხე წრეში მსოფლიოს 55-ე ჩოგან ამერიკელ ელისონ რაისკთან 3 სეტში 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა.
2019 წლის უიმბლდონის აღმოჩენა 15 წლის ამერიკელი კორი გაუფი მსოფლიოს მე-7 ჩოგანი სიმონა ჰალეპის დამარცხებას შეეცდება. შეგახსენებთ, გაუფმა შეჯიბრის პირველ წრეში ლეგენდარული ვინუს უილიამსი დაამარცხა.