27 წლის სიმონა ჰალეპს 35 წლის სერენა უილიამსის უიმბლდონის ფინალში დასამარცხებლად (6:2, 6:2) ერთი საათიც არ დასჭირდა.
ჰალეპმა დიდი სლემის ტურნირი მეორედ მოიგო და პირველი რუმინელი ქალია, რომელმაც უიმბლდონზე გამარჯვება იზეიმა.
ჰალეპი რეიტინგში მე-4 პოზიციაზე აღზევდება, სერენა კი ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა.
ჰალეპმა განაცხადა, რომ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ამისათვის ბევრი იშრომა და ძალიან ბედნიერია.