მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღია პირველობა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
21 წლის მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე ბრიტანელ ჰიზერ უოტსონს 6:4, 6:2 სძლია.

მეორე რაუნდში ბოლქვაძე სამხრეთკორეელ ნა-ლაე ჰანს დაუპირისპირდება, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვას 4:6, 6:3, 6:3 მოუგო.

ბოლქვაძისა და ჰანის შეხვედრა 22 აგვისტოს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სამწუხაროდ, ტურნირზე ეკა გორგოძე ჩინელ ქსიუ ვანგთან 1:6, 3:6 დამარცხდა და გათამაშებს გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
უოტსონის ძალიან მებრძოლი ჩოგბურთელია.ბევრჯერ მაქვს მისი თამაში ნანახი.იოლად მისი დამარცხება ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე მარიამ ბოლქვაძის სიძლიერეზე და კარგ მომზადებაზე მეტყველებს! წარმატებას ვუსურვებ მას დღევანდელ შეხვედრაში!
ახლა უნდა ამ გოგოს კაი პატრონი...!!!
გიოშა
12:27 21-08-2019
0
რა ლამაზი ხარ მარიამ გენაცვალე
ბათუმის ფანი
12:36 21-08-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული