სერენა უილიამსი: მკერდის გამო ნაკლებ ფულს არ უნდა ვიღებდე

AutoSharing Option
დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ იმაზე მეტ ფულს იმსახურებს, ვიდრე ახლა გამოიმუშავებს.

"ვგრძნობ, რომ ყველა ვიმსახურებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ. მე იმდენ ფულს ვიმსახურებ, რამდენსაც კაცები. მე მხოლოდ იმიტომ არ უნდა გადამიხადონ ნაკლები, რომ მკერდი მაქვს, მათ კი არა. ეს არ უნდა იყოს განსხვავებულად ანაზღაურების მიზეზი.

3 წლიდან დაუღალავად ვშრომობ და ალბათ, კაცებიც ასე არიან 2, 3 ან 4 წლიდან. საბავშვო ეტლში მჯდომს კორტზეც მაქვს ფოტო გადაღებული. ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება იმისთვის უნდა მიმეძღვნა, რომ ტოპ-სპორტსმენი გავმხვდარიყავი.
სქესის გამო ნაკლები ფული არ უნდა მივიღო", - უთხრა სერენამ Tennis World USA-ს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მაშინ უნდა ითამაშონ ქალებმაც ხუთსეტიანი მატჩები
0
სამი წლიდან ვშრომობო????????
კინგ კონგი
21:24 16-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული