ფოტო: facebook.com/alexander.bakshi
საქართველოს ნაკრებმა ATP CUP-ის გათამაშების მეორე დაპირისპირების წყვილთა თანრიგში იაპონია დაამარცხა.
ზურა ტყემალაძემ და ალექსანდრე ბაკშმა იაპონელთა წყვილი - ბენ მაკლაჩლანი და ტოშიჰიდე მაცუი - 2 სეტში 6:2, 6:4 დაამარცხეს.
აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა 1:2 დათმო იაპონიასთან დაპირისპირება და მართალია, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვაქვს, თუმცა, თუ ურუგვაის დავამარცხებთ, მესამე ადგილზე გავალთ.
შემდეგ შეხვედრებს ქართველი ჩოგბურთელები ზეგ, 8 იანვარს გამართავენ. ალექსანდრე მეტრეველი მარტინ კუევასს (523) 13:30 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი კი უფროს ძმას, პაბლო კუევასს (45) 15:00
საათზე შეხვდება.