პირველი სეტი ლოგიკურად მიმდინარეობდა და ჩოგბურთელები საკუთარი მოწოდებების მოგებას, ძირითადად, პრობლემების გარეშე ახერხებდნენ. სამწუხაროდ, მეათე გეიმში პირველი ბრეიკი შესრულდა და ეს ესტონელს პირველი სეტის მოსაგებად ეყო - 6:4.
ალექსანდრე მეტეველმა მეორე სეტში მეტოქის პირველივე მოწოდება მოიგო და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:4. აღსანიშნავია, რომ მე-6 გეიმში სანდრო საკუთარ მოწოდებაზე 0:40 მარცხდებოდა, თუმცა საჭირო
მესამე სეტის მე-4 გეიმში ესტონელმა მეტრეველის მოწოდებაზე გეიმის მოგება შეძლო. სანდროს მე-5 გეიმშივე შეეძლო უკუბრეიკის შესრულება, თუმცა 2 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მე-8 გეიმში ესტონელს მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა სანდრომ საკუთარი მოწოდება მაინც მოიგო. შემდეგ გეიმში მეტოქის მოწოდებაზეც გადაარჩინა 1 მატჩ-ბოლი, თუმცა მეტი ვეღარ შეძლო.
ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ესტონეთს შორის ანგარიში გათანაბრდა - 1:1.