ნაკრების კაპიტანი ბასილაშვილზე - "ეს არის ნიკას შესაძლებლობების 10%"

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27) ესტონეთთან დევისის თასის პირველივე შეხვედრაში ვლადიმირ ივანოვი (732) ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დავით კვერნაძემ მიღწეულ გამარჯვებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ თავიდანვე გვინდოდა, რომ კენჭისყრით ასე მომხდარიყო და გაგვიმართლა. ნიკა მიჩვეულია ასეთ თამაშებს და გვერჩივნა, მას დაეწყო პირველი. ეს არის ნიკას შესაძლებლობების 10%, რაც მას შეუძლია გააკეთოს. რეალურად ტრავმა უშლის ხელს მას, რომ აჩვენოს, რა შეუძლია", - განაცხადა დავით კვერნაძემ



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული