ბასილაშვილმა ფრიტცი დაამარცხა და დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ATP-ის რეიტინგის 33-ე ნომერი, ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 7:6, 6:1 დაამარცხა. მატჩი საათი და 16 წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2), ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) სძლია.

13 მარტს, ფინალში ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის (13) დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ანდრეი რუბლიოვი 6:3, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილი რობერტო ბაუტისტა აგუტის ოთხჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
უკვე ფინალიც მოიგო 2 სეტში.
ბრავო ნიკოლოზ
ზურა
20:44 13-03-2021
0
ფინალსაც ვიგებთ,გაიხარე ბასილაშვილო,გაიხარე
ავთანდილი
20:37 13-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული