ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის 1/4 ფინალში მეხუთე ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) 7:5, 4:6, 6:3 სძლია. მატჩი საათი და 34 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველ ჩოგბურთელს ორი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. ასე რომ, ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა.

ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში სლოვაკი იოზეფ კოვალიკი (128) სამსაათიან მატჩში 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა, 10 აპრილს ნახევარფინალში კი უნგრელ ლასლო ჯერეს (57) შეხვდება, რომელმაც სამ სეტში იტალიელ ლორენცო მუსეტის მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ნიკა, შენი გამარჯვებით, ძალიან გახარებულები ვართ, ღმერთმა დაგლოცოს. კიდევ ველით წარმატებებს, მაგრამ დოროყა და ბაბუცა, ჩასაფრებულები, რომ არიან? რამდენი პროცენტი უწევთ?
.
10 აპრილი 2021 00:20
1
ჰამბურგი როგორ არ ვიცი, მაგრამ რატომღაც თიხნარად არ მახსოვდა...
მატადორ777
10 აპრილი 2021 00:13
1
... მადლობა ნიკა, ძალიან გაგვახარე შენი გულშემატკივარი!!! შტრუფი კარგი ჩოგბურთელია, მაგრამ ნიკამ დღეს წონასწორობიდან გამოიყვანა გერმანელი!!! მესამე სეტი კარგად ჩაატარა!!! ცოტა მეტი ეისები გვინდა და ყველაფერი მაგრად იქნება!!!
დღეს იყო მონტე-კარლოს მასტერსის წილისყრა!!! ძნელ ბადეში მოხვდა!!! პირველ წრეში კრაიანოვიჩს ხვდება, მეორეში კი დიდი ალბათობით მედვედევს!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
09 აპრილი 2021 23:48
2
... დიდი ალბათობით არა , მედვედევს ხვდება!!!
დათო
10 აპრილი 2021 00:15
1
იოლად მოუგო, მიუხედავად მატჩის ხანგრძლივობისა. როგორც წესი, საკუთარი შეცდომებით უფრო ახანგრძლივებს, ვიდრე მეტოქის წინააღმდეგობის გამო. ნახევარფინალშიც არ უნდა გაუჭირდეს და ფინალშიც დაუძლეველი არავინაა (თვითონ მეოთხე ნომრად იყო და განუთესავს ხვდება, მე-2 და მე-3 ნომრები ერთმანეთს ხვდებიან, პირველი კი უკვე გავარდა). ანუ პირველი თიხნარის ტიტულთან ვართ ძალიან ახლოს!!! მიდი ნიკა! ოღონდ საკუთარ თავთან არ დამარცხდე და შენი მძლეველი მანდ არავინაა!!!
მატადორ777
09 აპრილი 2021 23:28
2
... იოლად მოგებაზე ვერ დაგეთანხმებით!!! ბრძოლაში მოიგო!!!
დათო
10 აპრილი 2021 00:55
0
ეგ კი მაგრეა, მაგრამ!?
მწრთვნელი
10 აპრილი 2021 00:03
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული