რომში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ! ნადალი - ჯოკოვიჩის ფინალის მოლოდინში

AutoSharing Option
რომში გამართული 1000 ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის 4 შეხვედრა გაიმართა. 

პირველი დაპირისპირება ფედერიკო დელბონისსა და რეილი ოპელკას შორის ჩატარდა. გამარჯვება რეილმა ორ სეტში 7:5 7:6 მოიპოვა.

მეორე შედვედრა ალექსანდრ ზვერევსა და რაფაელ ნადალს შორის შედგა. გასულ კვირას გერმანელმა რაფას დამარცხება მადრიდის ტურნირზე შეძლო, რაზედაც პასუხი იტალიაში აგო. "გრუნდის მეფემ" მრიფსხანე მეტოქე 6:3 6:4 დაამარცხა.

3:18 წუთს გაგრძელდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ბერძენი სტეფანოს ციციპასის დაპირისპირება. პირველი სეტი სტეფანოსის გამარჯვებით 6:4 დასრულდა, თითქოს მეორე სეტიც ახალგაზრდა ვარსკვალავის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ATP რეიტინგის პირველმა ნომერმა,
ჯოკოვიჩმა თამაშში დაბრუნება მოახერხა და 7:5 7:5 იმარჯვა. 

მეოთხედფინალური ეტაპი სენსაციურად დასრულდა. იტალიელმა ლორენცო სონეგომ ნუმერაციის მე-7 ნომერი, რუსი ალექსანდრ რუბლევი დაძაბულ დაპირისპირებაში 3:6 6:4 6:3 დაამარცხა. 

ამრიგად, პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება დღეს, 16:45 წუთზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს რაფაელ ნადალი და რეილი ოპელკა დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე შეხვედრა ჯოკოვიჩსა და სონეგოს შორის გაიმართება. 

რაც შეეხება ქალთა ტურნირს, პირველი ნახევარფინალური შეხვედრა კაროლინა პლისკოვასა და პეტრა მარტიჩს შორის გაიმართება, ხოლო მეორე დაპირისპირება, კორი გაუფსა და იგა სვიატეკს შორის შედგება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული