მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე აშშ-ის ქალაქ კონკორდში მიმდინარე ტურნირს 1/4-ფინალში გამოეთიშა.

ჩვენებური 1/4-ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ვერა ზვონარევასთან სამ სეტში - 7:5, 2:6, 4:6 დამარცხდა.

თამაში თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ზვონარევამ მესამე სეტში გამოცდილების ხარჯზე ერთი ბრეიქი გააკეთა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

მიუხედავად მარცხისა, 1/4-ფინალში გასვლით ბოლქვაძემ 26 სარეიტინგო ქულამა მოიპოვა, რეიტინგში 9 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 167-ე ჩოგანია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებს ვუსურვებ მარიამს. აშკარად წინსვლა აქვს, მთავარია არ გაჩერდეს.
გიორგი
12:52 07-08-2021
0
არა უშავს მარიამ.წარმატების ტალღაზე ხარ და ეცადე არ ჩამოხვიდე.
სოსო
16:03 07-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული