მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში თანამემამულე ანდრეი რუბლიოვს ხვდება, როცა მატჩის მიმდინარეობისას კამერას შეეჯახა.
მეორე სეტში, ანგარიში 1:1 იყო, როცა მედვედები ბურთისკენ გარბოდა და გზად კი, კამერას გადაეყარა...
როცა კამერა ფეხზე წამოაყენეს, მედვედევმა ფეხი ჰკრა... ამის შემდეგ კი მის კორტიდან გატანას ითხოვდა: "*ეზე გკიდია არა?! მე ხელი კინაღამ მოვიტეხე!"
გეიმის წაგების შემდეგ, მედვედევმა ფიზიოთერაპევტი გამოიძახა და კოშკურის მსაჯს ეუბნებოდა: "იცოდეთ, გიჩივლებთ. თამაში არ შემიძლია". სამედიცინო შესვენების დროს კი სუპერვაიზერს უთხრა, რომ ორგანიზატორებს
ჩოგბურთელების ჯანმრთელობა არ ადარდებდათ, ის კი პირველივე მატჩის შემდეგ კორტიდან კამერის აღებას ითხოვდა.
შეხვედრა კი დანილ მედვედევმა 3 სეტში დათმო - 6:2, 3:6, 3:6. არა და ამ შეხვედრამდე რუბლიოვთან 6 მატჩი ჰქონდა გამართული და არა თუ თამაში, მსოფლიოს მე-7 ჩოგანთან 1 სეტიც არ წაეგო...
რუბლიოვი კი ფინალში კიდევ ერთ რუსს, ოღონდ გერმანიის სახელით მოასპარეზე ალეკსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში დედით რუს, ისე კი ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია...