ბასილაშვილმა ციციპასს ისტორიული მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.

ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.

ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია,
4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
აი, მესმის ბრძოლისუნარიანობა! გაიხარე, ნიკა, ამდენი გულშემატკივრის გახარებისთვის!წარმატებები ამ და სხვა ტურნირებში, მეგობარო!
მასტერს
16 ოქტომბერი 2021 07:32
0
ყოჩაღ ბასი ყოველთვის მჯეროდა შენი ერთერთი საუკეთესო სპორცმენი საქართველოს ისტორიაში,თუ საუკეთესო არა.ასეთ მნიშვნელოვან თამაშს როარ უჩვენებს სილქუნივერსალი რაღაც სირობა დოღი ვის რაში ჭირდება მაინცდა მაინც ფული უნდა იხადო თამაშს რო უყურო
ირაკლი
16 ოქტომბერი 2021 07:20
2
პირველ რიგში გილოცავ!!მეორე მადლობა რო ასეთი დაუვიწყარი თამაში გვაჩუქე! ალბათ კარიერის ერთ ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო ბევრი მახსოვს შენგან ზვერევიც იყო ფედერერიც რუბლევიც. მოკლედ არმოეშვა და ყველაფერს შეძლებ სლემსაც კი. ასე მინიმალური შეცდომები და კაცი შვილო არაა მომგები. ახლა ფრიტზს ხვდები და მე მჯერა შენი, ნახევარფინალში სახლში უფრო მაგარი გაგიმწარებია (ზვერევი ჰამბურგი) ხოდა მიდი ასწავლე ჭკუა ამ ამერიკელსბოლო კი წააგე მაგრამ რევანშის დროა ისიც თუ წაგებაიყო 3 სეტში ტაი ბრეიკში. მე მჯერა მჯერა კი არა დარწმუნებული ვარ რო ხვალ ფინალს დადებ და დიმიტროვს მიუჩენ თაის ადგილს! რამდენი გბალეშიკობთ ხომ ხედავ! ხოდა აბა შენ იცი ლუკასთვის
ABCABC
16 ოქტომბერი 2021 06:33
1
გეთანხმები დათო რთული მეტოქეა არსად არ მითქვამს რო უნდა მოეგო, მაგრამ ეს ახლა ის ტურნირია რო შენც და მეც ძალიან გაგვიხარდება რო მოიგოს და იმედია დაღლა დაეტყობა ზვერევთან მატჩის შემდეგ ფრიტცს და შეუსრულებს ნიკოლოზი. 2 სეტში
ABCABC
16 ოქტომბერი 2021 11:41
0
… დუბაის შეხვედრაში ფრიტცს( რომი შნაიდერი ბიჭი) 26 ეისი ჰქონდა!!! აქედან 13 ეისი მესამე სეტშში!!! თქვენ თვითონ განსაჯეთ, როგორ უნდა მოუგო ასეთ ჩამწოდებელს!!! იმედია დღეს თავს არ გაიგიჟებს და ნიკა გაიმარჯვებს!!!
დათო
16 ოქტომბერი 2021 10:58
1
ვისაც სილქსპორტის არხები არ აქვს , ან სილქტივიზე ანდა სპორტპლუს ლაივზე შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე . სილქ უნივერსალი , როგორც წესი არ აჩვენებს .თუმცა მართალი ხართ , ასეთი დონის შეხვედრები სადაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობს , უნდა გაუშვა , რომ ყველამ უყუროს .
ATP 16
16 ოქტომბერი 2021 02:29
1
ლაივსქორის მეშვეობით ვგებულობდი მატჩის მიმდინარეობას. სირცხვილია და მეტი არაფერი, ქართველი კაცი მასტერსის 1/4 ფინალის მატჩს ატარებს, და არცერთი ტელევიზია არ აჩვენებს, გეგონება ასეთი რამით ხშირად ვიყოთ განებივრებული.სამაგიეროდ პოლიტიკით გაუჭეჭყეს ტვინი ხალხს, ტელევიზორის ჩართვა აღარ მოგინდება ადამიანს.
წარმატებები ნიკოლოზ, კიდევ ბევრჯერ გესახელებინოს საქართველო!
ქობულეთიდან
16 ოქტომბერი 2021 01:54
3
ამას წინათაც კითხულობდნენ გულშემატკივრები და მაშინ დავწერე,სად შევდიოდი,თუმცა აღმოჩნდა,რომ გაცილებით უფრო მოკლე გზაც ყოფილა და იმ გულშემატკივარს,ვინც ეს დაწერა,ახლაც მადლობას ვუხდი.უბრალოდ ძებნაზე დააყენეთ "სილქსპორტი" და ეგ არის.სილქ უნივერსალის ჩათვლით,სულ 4 არხია,ოთხივე სპორტული.წუხელ ძალიან კი მიჭედავდა,მაგრამ გაიმარჯვა და რაღას დავეძებ.საოცარი ბრძოლა იყო. ბოლოს,ორი ეისით დაასრულა ნიკამ.ფანტასტიკა!
სოსო
16 ოქტომბერი 2021 09:50
0
უფლისგან და ერისგან დალოცვილი იყავი ნიკა, შენთვის ძვირფას ყველა ადამიანთან ერთად. რამხელა სიხარული მოგვანიჭე ამ რთულ დროში, როდესაც ასეთ სიმაღლეზე აიყვანე ჩვენი ბედკრული სამშობლოს სახელი - ღირსეული ქართველი ხარ და გამარჯვებები არ მოგეშალოს!
fani
16 ოქტომბერი 2021 01:41
0
გაიხარე შვილო,კიდევ ბევრჯერ ასახელე საქართველო.იმრავლოს შენისთანა შრომისმოყვარე ახალგაზრდებმა. წარმატებები
ნათი
16 ოქტომბერი 2021 01:38
0
შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!
კაცი ყოფილხარ ჩოგნის დამშვენი.
ოქრო ხარ და თუ ფინალში გახვალ
მთლად ბრილიანტად გადაიქცევი!
ტყეშელაანთ გიჟი
16 ოქტომბერი 2021 01:36
1
შენ გაიხარე ხალხის და შენი ვაჟკაცის გახარებისთვის. გილოცავს მთელი ერი. თურმე თბილისს არ ძინავს რაც ძალიან კარგია. ეს რახიტი ტელევიზიები ამდევ უვარგისს პოლიტიკოსად წოდებულ ხლამს რომ აჩვენებს მთელი დღე, ესეთი თამაშები რომ გადმოსცეთ დაგიჭერენ ?????????????????????
??????????????????????????????????????????????????????????????
16 ოქტომბერი 2021 01:16
2
უძლიერესი ქართველი სპორტსმენი. მართლა მაგარია. თუ ინდიანას ტურნირი მოიგო ძეგლი დაუდგით ამ კაცს
აევკლ
16 ოქტომბერი 2021 01:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული