"არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც..." - რას წერს ბაია პატარაია ბასილაშვილის ფინალში გასვლის შემდეგ

AutoSharing Option
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის ინდიან უელსის ტურნირის ფინალში გასლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბასილაშვილის წარმატების შემდეგ მასზე შეტევას ახორციელებენ.

"არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც ისტერიულად მთაგავს ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ წარმატებაზე, (მარცხის დროს არ მაწუხებენ).

ამ მამრების აზრით:

1. ბასილაშვილმა თამაში/ტურნირი პირადად მე მომიგო;

2. ამით მიმტკიცებენ, რომ ბასილაშვილი კარგი სპორტსმენია, (ოღონდ მე არასდროს შემიფასებია მისი სპორტსმენობა);

3. მიმანიშნებენ, რომ ჩემპიონებს ცოლის ცემა ეპატიებათ, რადგან გამარჯვებული ყოველთვის მართალია.

პ.ს. თქვენ მოგიყევით, თორემ
იმათი კოგნიტური უნარების პირობებში, არა მგონია, ოდესმე რამეს მიხვდნენ.", - წერს პატარაია.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი ფინალურ შეხვედრაში 18 ოქტომბერს შუა ღამით, 03:00 საათზე, ბრიტანელ ქამერონ ნორის დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
… საქმე უფრო მარტივადაა!!! ნიკა ყველას უყვარს, მამრსაც და მდედრსაც!!! დიდსაც და პატარასაც!!! მოხუცებულს თუ ახალგაზრდას!!! აი თქვენ კი, საზოგადოების ანტიპათიას იმსახურებთ!!!
დათო
12:21 17-10-2021
8
ამ ბოღმა არაქალის ბოდიალს რატო აქცევთ ყურადღებას რატო აქვეყნებთ? ბასილაშვილის ყველა წარმატებაზე ანალოგიურად იბოღმება, რაც მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ბასილა იმდენმაგად იბოღმება... ნუ აქცევთ ამის ბოღმებს ყურადღებას, დაე ჩაიხრჩოს საკუთარ ბოღმაში ესაც და ამისნაირი დოროყაშვილიც სკდებიან ალბათ ბასილას წარმატებაზე... წინ წინ წინ ბასილ მთელი საქართველო გბალეშიკობთ. ანგელოზი შეყვარებული გყავს და მასთან ბედნიერებას გისურვებთ
რ ე ა ლ ო ბ ა
13:17 17-10-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული