ვენის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება.

ქართველს ავსტრიის დედაქალაქში მართლაც მორიგი ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან მსოფლიოს მე-7 ნომრის სახით, ის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს დაუპირისპირდება.

ჩვენებური მეტოქეს აქამდე 5-ჯერ გადაეყარა, 3-ჯერ წააგო, 2-ჯერ მოიგო. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 3 დაპირისპირება იტალიელის გამარჯვებით დასრულდა.

განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ბასილაშვილის წლევანდელი მარცხი რომში, სადაც ნიკამ პირველი სეტი ბრწყინვალე ჩოგბურთის ჩვენების შემდეგ მოიგო, მომდევნო 2 კი დათმო.

მატეო ქართველთან დაპირისპირებას ბრწყინვალე ხასიათზე ხვდება. მას უკვე გარანტირებული აქვს წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა და ახლა კონცენტრაციის მოხდენა მთლიანად ამ ტურნირზე შეუძლია.

ჩოგბურთის მოყვარულებს კარგად მოგეხსენებათ, რომ ბერეტინის ძირითადი კოზირი ძალიან ძლიერი და სწრაფი პირველი ჩაწოდებაა, რომელიც განსაკუთრებულად ძლიერი ჰარდის საფარზეა.

იტალიელი კარგი ჩაწოდებით ფორას იქმნის, შემდეგ კი ცდილობს, რომ მალევე დაასრულოს გათამაშება და ქულა სათავისოდ დაიტოვოს.

ის დღეს ყველანაირად ეცდება, რომ ნიკას უკანა ხაზზე მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას, ბურთი მალევე "მოკლას", რადგან ხანგრძლივ გათამაშებებში ჩვენებურს უპირატესობა ექნება.

ბასილაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იმ მოთამაშეებთან განსაკუთრებულად უჭირს თამაში, რომლებიც ფორას ჩაწოდებით იქმნიან, რადგან მას თავისი საყვარელი თამაშის, ანუ უკანა ხაზიდან უპირატესობის მოპოვებისა და ძლიერი დარტყმების საშუალება არ ეძლევა.

ამის მიუხედავად, ნიკოლოზს მატეოს დამარცხება მაინც შეუძლია, რადგან ჩვენებური ბრწყინვალე ფორმაშია. ის ამბობს, რომ მისთვის ფსიქოლოგიური ფაქტორი ნებისმიერ მოთამაშესთან აქვს მოხსნილი და უნდა, რომ თავად ტოპ-ჩოგბურთელად იწოდებოდეს.

აქვე გეტყვით, რომ მატჩი ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ ნიკამ მეტოქეს სძლია, 45 სარეიტინგო ქულასა და დამატებით 14 725 ევროს გამოიმუშავებს, ჯამში კი ვენაში 32 885 ევრო ექნება ნაშოვნი.

ქართველისა და იტალიელის დაპირისპირებაში გამარჯვებული მომდევნო წრეში ესპანელ კარლოს ალკარასსა და ბრიტანელ ენდი მარის შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ LIVE რეიტინგში ნიკას უკვე 22-ე პოზიცია უკავია და თუ ამ ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა, აქვს შანსი, მსოფლიოს მე-19 ნომერი გახდეს.

aqsadaqsa
ნიკა დიდი წამრატებები შენ ძმაო!! არ ვიცი როგორი ადამიანი ხარ მაგრამ ცუდი ნაღდად არ მგონიხარ, ყველა სურათში ჰუმანური სახე აქ... ჯერ მარიმ ალკარასს მოუგოს და მერე ვისაუბროთ ნიკასთან შეხვედრაზე!! ნიკა რომც წააგო უკვე ძალიან ძლიერი ხარ ჩემთვის!!
მომპირკეთებელი
ერთი წრის გავლაზე ბერეტინის 45 ქულა მიენიჭა, ნიკოს 22; რატომ?
ATP 16
იყო დრო , ყოველი თამაშის წინ ვნერიულობდი მოგებასთან დაკავშირებით , თუმცა ეხლა ნაკლებად განვიცდი და ამის მიზეზი თვითონ ნიკაა !!! მან დაიჯერა რომ ძალიან მაღალ დონეზე შეუძლია თამაში და ეს მის შედეგებზეც აისახა . ასე რომ ბრძოლა ბოლომდე შეუძლია ყველასთან . ნორის რაც შეეხება , უბრალოდ ენერგია არ ეყო ნიკას , თორე კი დადიოდა დაბნეული ბატის ჭუკივით პირველ სეტში . მინდა ტომ ბერეტინი გაიაროს და ენაჭარტალა მარიკუნას მიუჩინოს თავის ადგილი . მიდი ბასილ , შევეჭიდოთ ერთად ვენას , წარმატებებიი !!!
Biannkoneri
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ნორის ერთ თამაშში დავთმეთ 500ქულა, როცა ასეთ რთულ მეტოქეებთან მხოლოდ 45ქულაზეა საუბარი :( ჩემთვის საერთოდ გამოცანაა როგორ მოიგო ვეღაც უღიმღამო ნორიმ ამხელა ტურნირი :( წარმატებას ვუსურვებ ნიკოს, არმახსენდება ასეთ პატარა ტურნირზე, ასეთი მეტოქეები მიყოპლებით. ATP არ წყალობს ბასილას, ერთ სტატიას არ დაურთავენ, მაგრამ სახე რომ გაძვრება ამ გაბღენძილ იტალიელს მერე იძულებულები იქნებიან!
დათო
…ვუყურე ბერეტინი- პოპირინის შეხვედრას!!! პოპირინმა არაფერი დაუთმო, პირველი სეტი მხოლოდ ტაიბრეიკზე წააგო!!! ბერეტინის სულ 5 ეისი ჰქონდა!!! მე ვფიქრობ ნიკას თავისუფლად შეუძლია ბერეტინის დამარცხება, მთავარია ჩაწოდება გამოვიდეს და ყველაფერი კარგად იქნება!!! წარმატება ნიკოლოზს!!!
არჩი
ძალიან მინდა ნიკამ გაიმარჯვოს და შემდეგ წამპალი ტიპი მარიც ზედ მიაყოლოს. მიანიჭე საქართველოს დიდი სიხარული, ნიკა!
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სათადარიგო "კვარა", ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
"ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
[VIDEO] "მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს" - უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ოფიციალურად - გიზი მამაგეიშვილი "შტურმის" ფეხბურთელია
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
"მის თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდება" - გვარდიოლამ "სიტის" შემტევი გამოარჩია
დაიცავს ტიტულს ჯოკოვიჩი? სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალშია [VIDEO]
ციციპასმა და ზვერევმა მარტივად იმარჯვეს და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ [VIDEO]
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
US OPEN. ჯოკოვიჩი 21-ე სლემისკენ მიიწევს! წინ ზღაპრულად მოთამაშე ზვერევია [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
ნადალის 36-სეტიანი მოგებათა სერია შეწყდა, ჯოკოვიჩმა ემოციები ვერ შეიკავა და სიხარულისგან ბოლო ხმაზე ღრიალი დაიწყო [VIDEO]
ნადალი ფინალშია! "მატადორმა" ბერეტინი დაამარცხა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ