ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი - მაიამიში ალკარასმა პირველი მასტერსი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მაიამის მასტერსის გამარჯვებული 18 წლის ესპანელი თინეიჯერი კარლოს ალკარას გარფია გახდა. მან ფინალურ დაპირისპირებაში ნორვეგიელ კასპერ რუდს ორ სეტში - 7:5, 6:4 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ალკარასი მაიამის მასტერსის 37-წლიან ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. მთლიანობაში, ის მესამეა ახალგაზრდა ჩოგბურთელთა შორის, რომელთაც მასტერსის მოგება ყველაზე ადრეულ ასაკში მოახერხეს.

გარდა ამისა, კარლოსმა რეიტინგში მნიშვნელოვნად წაიწია წინ, 7 საფეხურით დაწინაურდა და ახლა პლანეტის მე-11 ნომერია. 

ალკარასმა მატჩის შემდეგ ემოციები ვერ დამალა და შემდეგი განაცხადა:

"სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რასაც ახლა განვიცდი. ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობაა
მასტერსის 1000-ქულიანი ტურნირის მოგება.

არაჩვეულებრივი ოჯახი და სამწვრთნელო გუნდი მყავს... ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად ამ გამარჯვებას მივაღწიე", - თქვა ალკარასმა. 

გარფია ახლა თავის გუნდთან ერთად გრუნტისსაფარიან კორტებზე გადაერთვება, რომელიც მისი ფავორიტია და წესით, წარმატების მიღწევა იქაც არ უნდა გაუჭირდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული